Sunday, January 27, 2013

ჩემს შესახებ



  მას შემდეგ რაც ჩემს ბლოგს გაეცნობით,
 ალბათ იკითხავთრატომ  მაინც და მაინც  ეკოლოგიური პრობლემები ?
თანამედროვ მსოფლიოში  მწავედ დგას ეს საკითხი,  რაც დრო და დრო 
აფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ყოველთვის მინდოდა საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გამეხადა გარემოსთან
დაკავშირებული პრობლემები,სწორედ,ამ ყველაფერს ჩემი ბლოგის
 საშუალებით ვაკეთებდარწმუნებული  ვარრომ ყველა ადამიანს 
სიამოვნებს სუფთა გარემოში ყოფნასეირნობა და ჯანსაღი ჰაერის სუნთქვა,
 მაგრამ საკმარისად მაინც არ ვუფრთხილდებით გარემოს.. რატომ? -ალბათ,
 ამის შეგნება არ  გვაქვს მაღალ დონეზე. 

  ჩემი აზრითყველაზე კარგი ფაქტორირაც ეკოლოგიური პრობლემების მო-გვარებისთვის   შეიძლება იყოს , ადამიანების მიერ იმის გაანალიზება
რომ ყოველი მათი არასწორი ქმედება ჩვენს ბუნებასთან ,დააზარალებს
 იმ გარემოსრომელშიც თვითონ ცხოვრობენ და ასე აუცილებელია მათთვის.

 ბლოგის მიზანი: ჩემი ბლოგის მიზანია საზოგადოებას დავანახოთუ რა
 საშიშროებას შეიძლება წავაწყდეთ გარემოს მოუფრთხილებლობის გამო,
რადგანაც იგი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრებისთვის,
ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის.ასე რომ გავუფრთხილდეთ მას.
 შევეცადოთ  თავი შევიკავოთ მისი დაბინძურებისგან და ასევე ჩვენი
 წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიის დაცვაში

Google Drive

google drive presentation

google drive document

Monday, January 21, 2013

ეკოლოგიური პრობლემის აღმოფხვრის გზები

"სიკეთე არის ის, რაც არ ეწინააღმდეგება ბუნება"
ძველბერძნული გამოთქმა

დედამიწა ჩვენი სახლია


 "ბუნება მბრძანებელია,იგივ მონაა   თავისა"
ვაჟა ფშაველა


თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი საფრთხის ქვეშ აყენებს ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად ადამიანთა ცივილიზაციის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს. ბუნებრივი სისტემების შემდგომ დეგრადაციას მივყავართ ბიოსფერის დესტაბილიზაციისაგან, მისი ერთიანობის რღვევისაგან და სიცოცხლისათვის აუცილებელი გარემოს ხარისხის შენარჩუნების უნარის დაქვეითებისაგან. მსოფლიო საზოგადოება და სახელმწიფოთა მთავრობები ჯერ-ჯერობით ვერ უმკვლავდებიან იმ ამოცანების გადაჭრას, რომლებიც წამოაყენა გარემოსა და განვითარების შესახებ რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციამ 1992 წელს. კრიზისის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ახალი ტიპის ჩამოყალიბების საფუძველზე ბუნებრივი სისტემების ადაპტაციური შესაძლებლობების შესაბამისად, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გარემოს რღვევას და დეგრადაციას.
ამ ამოცანების გადაჭრა შეუძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო დონის ძალისხმევით, როგორი ავტორიტეტული ორგანიზაციებიც არ უნდა ჩაუდგენ მათ სათავეში. აუცილებელია ცალკეული სახელმწიფოთა მთავრობებისა და პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვანი გააქტიურება ადგილობრივ საზოგადოებებთან და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, თითოეული ადამიანის ჩართვა ამ პროცესში.
 მსოფლიოს ბევრი ქვეყნის, ცალკეული ქალაქების და სოფლების, ტრანსნაციონალური მეგა კომპანიების, დიდი, საშუალო და მცირე ბიზნეს ერთეულების ბოლო წლების პრაქტიკა ადასტურებს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს სავსებით რეალური შესაძლებლობები განახორციელოს ეფექტური აქტივობები გარემოს დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველისყოფად, ადამიანთა ეკოლოგიური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და ამით შეიტანოს თავისი წვლილი ქვეყნისა და მთლიანად კაცობრიობის წინაშე არსებული ყველაზე საშიში, პროგრესირებადი გამოწვევების გასამკლავებლად, რათა არ იქნას დაშვებული მათი გადასვლა შეუქცევად, ზვავისებურ პროცესებში.
საქართველოს დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა.
საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა მიმდინარე ეტაპზე შეიძლება განვიხილოთ როგორც მძიმე და ნეგატიური ტენდენციების მქონე, რაც თანდათან იღებს სერიოზული საფრთხეების შემცველ ხასიათს. საზოგადოება ვერ იღებს ობიექტურ ინფორმაციას გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყოველწლიური ეროვნული მოხსენება საქართველოს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ 2006 წლის შემდეგ არ გაკეთებულა.
 ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რიგი ისეთი შესწორებები კანონმდებლობაში, რითაც შეასუსტა სახელმწიფოს როლი გარემოდაცვით რეგულირებაში. ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონებზე უკიდურესად შეკვეცილია რესურსებით მოსარგებელთა ეკოლოგიური ვალდებულებები და პრეტენდენტთა შედარება ხდება მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსური დაინტერესების შესაბამისად.
 მნიშვნელოვნად შესუსტდა შენარჩუნებელი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესრულების კონტროლი, მინიმუმდეა დაყვანილი ახალი სამრეწველო პროექტების განხილვისას ეკოლოგიური ექსპერტიზის როლი, შეიზღუდა გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები და გავლენა პროცესებზე.
 არასისტემური და არასაკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული გარემოს  დაცვითი ღონისძიებები და ისინი ძირითადად  პიარის ხასიათს ატარებს.
 საზოგადოების გააქტიურობის მაჩვენებელია სხვადასხვა მიმართულების გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა, რომლებიც ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებენ.
 ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა არ არის სისტემური, მიზნობრივი, კოორდინირებული, ატარებს ფრაგმენტულ ხასიათს და ძალზე დაბალი ეფექტურობით ხასიათდება.
 მიუხედავად ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, საქართველოში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემები ძირითადად ჯერ კიდევ არ არის იმდენად დეგრადირებული ან დარღვეული, რომ ისინი შეუქცევადად ჩაითვალოს.
 ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა რა ბუნებრივ–კლიმატური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრით, ტყის საფარის ფართო გავრცელებით, მსხვილი ინდუსტრიული წარმოებისთვის საჭირო მინერალური ნედლეულის სიმწირით და ამასთან მცირე საბადოების სახეობრივი მრავალფეროვნები, ჩვენი ვალია ამასთან ერთად, რომ მაქსიმალური მომჭირნეობით გამოვიყენოთ ისინი დღევანდელი საჭიროებისათვის, უნდა შევინარჩუნოთ ისინი მომავალი თაობებისათვის.
 მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ თუ ჩავთვლით ეკოლოგიურ პრობლემების ერთობლიობას 100%–ად მათი 40-50% მოდის ადგილობრივ არამეურნეობრივობაზე, უპასუხისმგებლობაზე, ხშირ შემთხვევაში ადამიანების და მთლიანად საზოგადოების გაუცნობიერებულობაზე, რომელთა აღმოფხვრა მთლიანად დამოკიდებული იქნება თვით სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებაზე და დაკავშირებული არ იქნება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან.
 რაც შეეხება გლობალური კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს, მათი დაძლევა მოხერხდება მხოლოდ მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, რაშიც საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეკოლოგიური განვითარების ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებად გამოცხადებით, ამ პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელებით და შესაბამისი საერთაშორისო აქტიურობით
. გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა ადამიანთა შეგნების ამაღლება, რათა არ დააბინძურონ გარემო სხვადასხვა სახის ნაგავით, რომელსაც ბუნება დიდი ხნის მანძილზე ვერ ამუშავებს.
დაბინძურებული გარემო
          ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ფაქტორი, რაც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის შეიძლება იყოს არის ადამიანების მიერ იმის გაანალიზება, რომ ყოველი მათი არასწორი ქმედება ჩვენს ბუნებასთან დააზარალებს იმ გარემოს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ და ასე აუცილებელია მათთვის.
წყარო

6 ძირითად რეკომენდაციას, რომლის გათვალისწინებაც ნაწილობრივ დაგვაზღვევს გარემოს ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან.



go green
1.  დიდხანს არ უნდა გავჩერდეთ ქალაქის იმ ადგილას სადაც  დიდია გამონაბოლქვის რაოდენობა ჰაერსი

2.  შეძლებისდაგვარად არ გამოვიყენოთ ღია წყალსატევების თუ გამდინარე წყლები .ადგილებში,  სადაც ატმოსფერული ჰაერი ძლიერ დაბინძურებულია;64
დასაბანად,  ჭურჭლის გასარეცხად,  მით უმეტეს – სასმელად.
3.        საქართველოში რეგისტრირებულია ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენების
შედეგად მოყვანილი პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევები. შეძლებისდაგვარად არ
მოვიხმაროთ საკვები პროდუქტები, თუკი მეტ–ნაკლებად საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს,
რომ ისინი ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენებით შეიძლება იყოს მოყვანილი;
აგრეთვე, უნდა მოვერიდოთ საეჭვო წარმომავლობის პროდუქტების მოხმარებას;
4. ნუგამოვიყენებთ საკვებში ისეთ ველურ მცენარეებს,  რომელთა თვისებების შესახებ
საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია;
 5.  მზეზე დიდხანს ნუ გავჩერდებით ქუდის გარეშე,
რადგან ამან შეიძლება მზის დაკვრა გამოიწვიოს;
6.  თვალყური უნდა ვადევნოთ
ბინაში ჰაერის ტემპერატურასა და სინოტივეს;  ნუ დავაბინძურებთ ბინის გარემოს
თამბაქოს ან სხვა სახის ბოლით და მწერების თუ პარაზიტების საწინააღმდეგო
ქიმიური საშუალებებით.    დამხმარე ინფორმაცია: დიდხანს არ უნდა გავჩერდეთ
ქალაქის იმ ადგილებში,  სადაც ატმოსფერული ჰაერი ძლიერ დაბინძურებულია.
           უნდა მოვერიდოთ სეირნობას გადატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალების
უშუალო სიახლოვეს.   რაც შეიძლება მეტი დრო უნდა დავყოთ ფაბრიკა–ქარხნებისა
და სატრანსპორტო მაგისტრალებიდან მოშორებით, სუფთა ჯაერზე, „მწვანე ზონაში“.
           უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მდინარეებისა და ღია წყალსატევების
ორგანული (ყოფითი ჩამდინარე წყლები,  ფერმების ნარჩენები,  ნავთობპროდუქტები
და მისთ.)  და სამრეწველო ქიმიური ნარჩენებით დაბინძურება.  ამიტომ უნდა
მოვერიდოთ – განსაკუთრებით ქალაქების ფარგლებში და მათ სიახლოვეს –
მდინარეებსა და სხვა წყალსატევებში ბანაობას.  მთელ რიგ მონაკვეთებში ძლიერ
დაბინძურებულია შავი ზღვაც,  ამიტომ ასეთ ადგილებში ბანაობისაგან თავი უნდა
შევიკავოთ.
            შეძლებისდაგვარად არ გამოვიყენოთ დასაბანად,  ჭურჭლის სარეცხად და
მითუმეტეს სასმელად წყლის ნაკადები თუ ნაკადულები,  რომლებიც მიწის
ზედაპირზე ღიად მიედინება.  ამ მიზნებისათვის მეტად გამოსადეგია მიწიდან
გამომავალი წყაროები,  რადგან მიწის ქვეშ მოძრაობისას წყალი ნაწილობრივ
ბუნებრივად იფილტრება.  ნებისმიერ შემთხვევაში,  სასმელად და საკვების
მოსამზადებლად გამოყენებული წყლის წინასწარ ადუღებით თავს დავიზღვევთ
ინფექციებისაგან.65
              ცივ სასმელ წყალთან ერთად,  საყოფაცხოვრებო მიზნებისათვიას
გოგირდწყალბადიანი თერმული წყლების სასმელად გამოყენება არ შეიძლება, ხოლო
ასეთი წყლებით საკვები პროდუქტებისა თუ ჭურჭლის რეცხვა    მიზანშეწონილი არ
არის.
          ბაზრებში უნდა მოვითხოვოთ საკვები პროდუქტის ვარგისიანობის
დამადასტურებელი სერთიფიკატი. უკანასკნელ ხანს საქართველოში სხვადასხვა
ქვეყანაში წარმოებული მრავალი ახალი პროდუქტი გამოჩნდა.  მათი უმრავლესობა
ეკოლოგიურად სუფთა არ არის.  უნდა მოვერიდოთ საეჭვო წარმომავლობის
პროდუქტების მოხმარებას,  ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ ის
პროდუქტები,  რომლებზეც მითითებული არ არის მათი შენახვის ვადა და
მწარმოებლის მისამართი;
          უმჯობესია ბავშვების საკვებად ახალი, ნატურალური პროდუქტი გამოვიყენოთ.
ნუ გამოვიყენებთ საკვებში ისეთ ველურ მცენარეებს, რომელთა თვისებების შესახებ
საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია. არ უნდა შევაგროვოთ მცენარეები, თუ მათი ნაყოფი
ავტომაგისტრალების მიმდებარე მონაკვეთებში (მათგან 50  მ –ზე ახლოს),  რადგან
სწორედ აქ, ნიადაგში გროვდება ავტომანქანების მიერ გამომუშავებული მომწამლავი
ნივთიერებების უდიდესი ნაწილი, რომლებსაც მცენარეები ითვისებენ.
         ადამიანმა ქუდის გარეშე დიდხანს არ უნდა დაჰყოს მზეზე,  რადგან ამან
შეიძლება მზის დაკვრა გამოიწვიოს; ამასთან ,  უნდა გვახსოვდეს,  რომ მზე უფრო
მეტად მწველია მთაში და ზღვის სანაპიროზე.
        იმ ოთახებში,  სადაც ბავშვებს უმეტესი დროის გატარება უხდებათ,  ჰაერის
ზომიერი ტემპერატურა და სინოტივე უნდა იყოს დაცული.  ოთახის მაღალი
ტემპერატურა შედარებით დაბალ ტენიანობასთან შეხამებით იწვევს ცხვირის
ლორწოვანი გარსის გამოშრობას,  რითაც მისი მიკრობებისაგან დაცვის უნარი
ქვეითდება.  გარდა ამისა,  ასეთი მიკროკლიმატი თავის ტკივილების,  დაღლილობის
შეგრძნების, გაღიზიანებადობის,  ასთმის და სხვ.  წარმოშობას უწყობს ხელს.  ოთახში
არ შეიძლება იყოს არც დაბალი ტემპერატურა,  რომელიც ბავშვის ხშირ გაციება –
ხველებას იწვევს.
         ნახშირის ან შეშის წვისას ბევრი მავნე ნივთიერება გამოიყოფა,  ამიტომ თუკი
ოთახების გასათბობად ასეთი საშუალებები გამოიყენება,  მაქსიმალურად უნდა66
შევაცადოთ,  რომ კვამლი საცხოვრებელ ოთახებში არ დაგროვდეს,  არ არის
მიზანშეწონილი ოთახების გათბობა ღია ტიპის გაზქურებით ან ნავთქურებით.  წყარო