გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და გარემოში ჰაერი,
წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიკური
ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება
სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა.
ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება
სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა.
ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, სადღეისოდ, წარმოადგენს ძალზედ აქტიურ ეკოჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიკური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ
დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც. ყოველივე ზემოთ აღნიშნული
ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის
ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი
ბავშვთა ავადობა.ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია
ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები,
რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური
კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ბიოლოგიური
ფლორის დარღვევაშიალერგიული პათოლოგიების(კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპური და ატიპური ფორმების გახშირებაში და, ამასთანავე,
აღნიშნული პათოლოგიების სტანდარტული სქემით
დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც. ყოველივე ზემოთ აღნიშნული
ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის
ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი
ბავშვთა ავადობა.ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია
ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები,
რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური
კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ბიოლოგიური
ფლორის დარღვევაშიალერგიული პათოლოგიების(კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპური და ატიპური ფორმების გახშირებაში და, ამასთანავე,
აღნიშნული პათოლოგიების სტანდარტული სქემით
მკურნალობის არაეფექტურობაში.ზემოთ აღნიშნული პრობლემები
საერთოა, როგორც მსოფლიოს განვითარებადი
საერთოა, როგორც მსოფლიოს განვითარებადი
ქვეყნებისათვის, ასევე საქართველოსთვისაც.
დღეს მიწა, წყალი, ფლორა და ფაუნა ისევე დაუცველია, როგორც
მიწათმოქმედი. ბუნებრივ სიმდიდრეთა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში
ყველაზე მნიშვნელოვანია ტყე, რადგან მას დიდი ადგილი უკავია მატერიალური
დოვლათის შექმნაში. მართლაც, რაც უფრო სწრაფად ვითარდება მეცნიერება და
ტექნიკა, მით უფრო ნაირგვაროვანი ხდება ტყის გამოყენება. ძნელია, დავასახელოთსახალხო მეურნეობის ისეთი დარგი, სადაც არ იყენებენ
მერქანს ან ტყის პროდუქტებს.ტყე – ესაა საუნჯე, მცენარეული საფარი – სავანე მყუდროებისა. დიდია ტყის როლი ბუნების დაცვის საქმეში.
მთის ტყეები იცავენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ქარებისა და
ცივი ჰაერის მასებისაგან, ხოლო დასახლებულ ადგილებს, კულტურულ
მერქანს ან ტყის პროდუქტებს.ტყე – ესაა საუნჯე, მცენარეული საფარი – სავანე მყუდროებისა. დიდია ტყის როლი ბუნების დაცვის საქმეში.
მთის ტყეები იცავენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ქარებისა და
ცივი ჰაერის მასებისაგან, ხოლო დასახლებულ ადგილებს, კულტურულ
ფართობებს, შარაგზებსა და რკინიგზებს – მეწყერებისა და ზვავებისაგან.
დიდია მთის ტყეების როლი წყლისა და ნიადაგის დაცვის საქმეში. ისინი ნორმის ფარგლებში იცავენ მდინარეთა რეჟიმებს – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამცირებენ წყალდიდობას, ხოლო ზამთარსა და ზაფხულში იცავენ მას დაშრობისაგან. ტყე უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. იგი მოიხმარს რა ნახშირორჟანგს, ამით ერთი მხრივ, ამცირებს მის ოდენობას ჰაერში, ხოლო მეორე მხრივ, გამოყოფს ჟანგბადს და ამდიდრებს ჰაერს ადამიანისათვის საჭირო აირით. დიდია ტყის გავლენა ჰავაზე. დადგენილია, რომ მზის რადიაცია ტყის კალთის ქვეშ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უტყეო ადგილებში. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ტყის გავლენას ქარზე. დაკვირვებებით
დამტკიცებულია, რომ ხშირ ტყეში ქარის სიხშირე საგრძნობლად კლებულობს.
სწორედ, ტყის ასეთი დადებითი თვისებებით სარგებლობს მოსახლეობა დასვენებისა და გართობის დროს. გარდა ამისა, მწვანე ნარგავებს დიდი ესთეტიკური მნიშვნელობა ქვს. იგი ამშვენებს ქუჩებს, მოედნებს, ეზოებს. მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურს და ამით დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, უქმნის და სვენების ნორმალურ პირობებს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეროვნულ საგანძურს – ტყეს. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ, დავიცვათ ტყე განადგურებისაგან და თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიურიკრიზისი. ამისათვის აუცილებელია, გავერთიანდეთ და მთელი ძალისხმევა მივმართოთ ტყეების შენარჩუნებასა და რესურსების მდგრად და გონივრულ გამოყენებაზე.
ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება დიდი რაოდენობით
ხალხი აქციოს ეკოლოგიურ ლტოლვილებად. ზოგიერთი ვარაუდით, 2050 წლისთვის
დედამიწაზე შეიძლება იყოს 50-150 მილიონი ეკოლოგიური ლტოლვილი. გარდა
ამისა, კლიმატის ცვლილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების
ჯანმრთელობას. როგორც ვარაუდობენ, სითბური ტალღების მომატება საფრთხეს
შეუქმნის მოხუცებს და გულით დაავადებულებს. მოიმატებს ასთმითა და ბრონქიტით დაავადებულთა რიცხვი. ბაქტერიების გამრავლება და ობის წარმოქმნა პროდუქტებზეგაზრდის პროდუქტების გაფუჭების და ზოგიერთი სახის მოწამვლის სიხშირეს.ზღვის დონის აწევამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების გავრცელებას სანაპირო ზოლში კანალიზაციის და გამწმენდი ნაგებობების დატბორვით.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილება უარყოფითად
იმოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე. მომავალი საუკუნის განმავლობაში ტყეების
მთელი ნაირსახეობები შეიძლება გაქრეს დედამიწიდან, მათ შორის მსოფლიოში
არსებული მშრალი ტროპიკული ტყეების ნახევარი. გლობალური დათბობის
შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი სახეობა გადაშენდეს კიდეც. ტყის სიკვდილმა
შეიძლება გაათავისუფლოს მის ბიომასაში და ირგვლივ ნიადაგში არსებული
ნახშირბადი და კიდევ უფრო დააჩქაროს გლობალური დათბობა. ტყეების დაღუპვა
გამოიწვევს მცენარეების და ცხოველების იმ სახეობების მასობრივ გადაშენებას,
რომლებიც ვერ მოახერხებენ მიგრირებას. დაიღუპება თევზი მდინარეებში და ტბებში.დაიტბორება ჭარბტენიანი ტერიტორიები. დაიღუპება მარჯნის რიფები.
ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი)
სათბურის ეფექტის გამო იზრდება დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა. სათბურისეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ ატმოსფეროში არსებული სათბური აირები “იჭერს”
პირველ რიგში, კლიმატის ცვლილებამ შეიძლება იმოქმედოს საკვებზე.
უფრო თბილმა ჰავამ შეიძლება გაზარდოს საკვების წარმოება ზოგიერთ რეგიონში და შეამციროს სხვაგან. თითო გრადუსით დათბობისას კლიმატური ზოლები გადაიწევს 100-150 კილომეტრით ჩრდილოეთით ან 150 მეტრით მაღლა ზღვის დონიდან.მომრავლდება მავნე მწერები, მცენარეთა დაავადებები და სარეველები. სავარაუდოა მოსავლიანობის კლება 10-70%-ით და მოსავლიანი რეგიონების 10-50%-ის დაკარგვა.ზღვის დონის და ტემპერატურის აწევა უარყოფითად იმოქმედებს ზღვის პროდუქტების რაოდენობაზე. გავლენას მოახდენს წყლის მარაგზეც. ტბებმა,მდინარეებმა და წყალსაცავებმა, რომლებიც ამარაგებენ წყლით ეკოსისტემებს,ნაყოფიერ ნიადაგებსა და ქალაქებს, შეიძლება დაიკლონ ან შეწყვიტონ არსებობა.
დღეისათვის ადამიანის სასიცოცხლო გარემო მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მწვავე ეკოლოგიურ კრიზისს განიცდის. ამასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანთა ჯანმრთელობის დარღვევები გარემოს მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით შეიძლება იყოს გამოწვეული. მათგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ატმოსფერული ჰაერის, სასმელი წყლისა და ღია წყალსატევების, ნიადაგის და საკვები პროდუქტების ტოქსიკური (მომწამლავი) ნივთიერებით, პესტიციდებით, მძიმე ლითონებით დაბინძურება. გარემოს ფაქტორების ზემოქმედების მიმართ ბავშვის ორგანიზმი გარესამყაროზე ნაკლებად მაგალითად, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს 1,000 მგ–მდე ნიტრატების შეთვისება საფრთხეს არ უქმნის, მაშინ, როდესაც ჩვილი ბავშვის ორგანიზმისათვის 10–20 მგ–ზე მეტი დოზა სახიფათოა. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო მგრძნობიარეა იგი გარემო ზემოქმედების მიმართ. სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
No comments:
Post a Comment