ეკოლოგიურ პრობლემათა რევოლუცია



ხანძარი
თანამედროვე მსოფლიოს  
ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად 

იქცა ეკოლოგიურ პრობლემათა რევოლუცია.წარმოიქმნა, 
როგორც მცენარეთა, 
ცხოველთა ასევე მთლიანად
 ეკოსისტემის ეკოლოგიური 
პრობლემები.თუმცა
 საზოგადოების უდიდეს 
მიზნად იქცა ადამიანის 
გადარჩენის საკითხი
.საზოგადოების არსებობა
 და სამხრეთ კავკასიის
 ქვეყნებში ერთ-ერთი მწვავე 
ეკოლოგიურიპრობლემაა მინერალური
  რესურსების არარაციონალური გამოყენება და მწყობრიდან
გამოსული  მიწების  რეკულტივაციაწიაღისეულის მოპოვების 
ადგილებში სამრეწველო ნარჩენები – ფუჭი ქანები გროვდება
 და დროთაგანმავლობაში საკმაოდ დიდ ტერიტორიებს იკავებს
.განვითარება შეუძლებელია ეკოლოგიურიპრობლემების გათვალისწინების 
გარეშე.
   
სერიოზულ პრობლემას ქმნის ნაგავსაყრელები  ხმელეთის დანაგვიანების 
ერთ-ერთი წყარობაქოში ყოველწლიურად დაახლოებით 250-300 ათასი 
ტონა ნაგავი გროვდებარომლის უტილიზაციის მიზნით აზერბაიჯანის 
დედაქალაქში 2012წელს მსხვილი ნაგავსაწვავი ქარხნის მშენებლობაა
დაგეგმილი.
წყარო
წყალდიდობა
დანაგვიანებული გარემო



ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა დღეს ისეთი მძიმეა, როგორიც არასოდეს ყოფილა. საერთაშორისო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დედამიწის კლიმატის ცვლილებაში ადამიანების წვლილი 90 პროცენტს შეადგენს. ყველა ბუნებრივი ცვლილება სწორედ ადამიანის მოქმედებითაა გამოწვეული.
მრავალი მეცნიერი ამბობს, რომ მომავალში ტემპერატურა შესაძლოა 2–დან 11 გრადუსამდე გაიზარდოს, ხოლო ზღვის დონე ნახევარ მეტრზე მაღლა აიწევს. ასევე გამოითქმება ვარაუდი, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე საკუთარი ღერძის გარშემო შეიცვლება.
და ეს ყველაფერი არ არის. არცთუ სახარბიელო პროგნოზების თანახმად, დიდ, მაღალ ქედებზე და პოლუსებზე ყინული დადნება. ზოგიერთი რაიონი მთლიანად წყლით დაიფარება, სხვა ადგილებში კი გვალვა დაისადგურებს. ადამიანებს უწყლობა შეაწუხებს. მოსახლეობას თავს შიმშილი და ეპიდემიები დაატყდება. ფინალურ აკორდად კი ფლორისა და ფაუნის თითქმის მეოთხედით შემცირება იქცევა.
ნავთობის მსოფლიო წარმოება თავის პიკს 2009–დან 2018 წლამდე მიაღწევს. ეს გარდატეხის მომენტი იქამდე მიგვიყვანს, რომ ნავთობის წარმოება შემცირებას დაიწყებს, და ბოლოსდაბოლოს ეს საკვების ნაკლებობამდე და სხვადასხვა ქვეყნების გამუდმებულ კამათამდე მიგვიყვანს ამოწურვის პირას მყოფი რესურსების კუთვნილებასთან დაკავშირებით.
2020 წელს ევროპას უამრავი წყალდიდობა დაატყდება თავს, რომლებიც მოსავლის უდიდეს ნაწილს გაანადგურებს. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ წვიმები სულ უფრო იშვიათად წამოვა, შეიძლება სასოფლო–სამეურნეო კულტურების 50 პროცენტი დაზარალდეს. ამ დროისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 7,6 მილიარდ ადამიანი იქნება.
2030 წელს ყველა მარჯნის რიფის თითქმის მეხუთედი გაქრება, ხოლო აზიის სანაპიროებთან ეს დანაკარგი 30 პროცენტს შეადგენს. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,3 მილიარდამდე გაიზრდება.
არქტიკული ზღვის ყინულები 2040 წლისთვის გადნება, თუმცა მრავალი მეცნიერი ამ ვარაუდს არ ეთანხმება და ამ პროცესს 2060–დან 2105 წლამდე ვარაუდობს.
2050 წელს იმის დიდი ალბათობაა, რომ პატარა ალპური ყინულები გაქრება, ხოლო დიდი მყინვარები თავიანთი მოცულობის 70 პროცენტს დაკარგავენ.
2060 წელს აღმოსავლეთ აზიაში მოსავალი 20 პროცენტით გაიზრდება, ცენტრალურ აზიაში კი 30 პროცენტით შემცირდება. ამგვარი ცვლილებები სხვა კონტინენტებზეც შეინიშნება. ცხოველთა სამყაროს მეოთხედი გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდება.
2080 წლისთვის ადამიანთა დასახლებების 20 პროცენტს წყალდიდობები წალეკავს. სანაპიროებზე მცხოვრებ 100 მილიონ ადამიანს ყოველწლიური წყალდიდობები შეაწუხებს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს თავს ტროპიკული გრიგალები დაატყდება. 1,1–დან 3,2 მილიარდამდე ადამიანი წყლის კატასტროფული უკმარისობით დაზარალდება, ხოლო 600 მილიონს შიმშილობა შეაწუხებს. ამ ყველაფერს დაემატება ტროპიკული ცხელების ეპიდემია, რომელიც 3,5 მილიარდ ადამიანს დაატყდება თავს.
2100 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ყველა დასაშვებ ზღვარს გადასცილდება. ეკოსისტემას კლიმატის ცვლელებასთან შეგუება მოუწევს. მუდმივი გამყინვარებისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩება. დედამიწის თითქმის 40 პროცენტზე სხვაგვარი კლიმატი დამყარდება, ხოლო გადაშენებული მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობა მილიონს მიაღწევს.
2200 წლისთვის კი დღე წამის მეათედით შემცირდება, ვინაიდან ოკეანეების ზომის ცვლილების გამო დედამიწა დამძიმდება და მეტი სიჩქარით იბრუნებს.
  წყარო                                                                                             
სტატია

No comments:

Post a Comment