Monday, January 21, 2013

6 ძირითად რეკომენდაციას, რომლის გათვალისწინებაც ნაწილობრივ დაგვაზღვევს გარემოს ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან.



go green
1.  დიდხანს არ უნდა გავჩერდეთ ქალაქის იმ ადგილას სადაც  დიდია გამონაბოლქვის რაოდენობა ჰაერსი

2.  შეძლებისდაგვარად არ გამოვიყენოთ ღია წყალსატევების თუ გამდინარე წყლები .ადგილებში,  სადაც ატმოსფერული ჰაერი ძლიერ დაბინძურებულია;64
დასაბანად,  ჭურჭლის გასარეცხად,  მით უმეტეს – სასმელად.
3.        საქართველოში რეგისტრირებულია ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენების
შედეგად მოყვანილი პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევები. შეძლებისდაგვარად არ
მოვიხმაროთ საკვები პროდუქტები, თუკი მეტ–ნაკლებად საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს,
რომ ისინი ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენებით შეიძლება იყოს მოყვანილი;
აგრეთვე, უნდა მოვერიდოთ საეჭვო წარმომავლობის პროდუქტების მოხმარებას;
4. ნუგამოვიყენებთ საკვებში ისეთ ველურ მცენარეებს,  რომელთა თვისებების შესახებ
საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია;
 5.  მზეზე დიდხანს ნუ გავჩერდებით ქუდის გარეშე,
რადგან ამან შეიძლება მზის დაკვრა გამოიწვიოს;
6.  თვალყური უნდა ვადევნოთ
ბინაში ჰაერის ტემპერატურასა და სინოტივეს;  ნუ დავაბინძურებთ ბინის გარემოს
თამბაქოს ან სხვა სახის ბოლით და მწერების თუ პარაზიტების საწინააღმდეგო
ქიმიური საშუალებებით.    დამხმარე ინფორმაცია: დიდხანს არ უნდა გავჩერდეთ
ქალაქის იმ ადგილებში,  სადაც ატმოსფერული ჰაერი ძლიერ დაბინძურებულია.
           უნდა მოვერიდოთ სეირნობას გადატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალების
უშუალო სიახლოვეს.   რაც შეიძლება მეტი დრო უნდა დავყოთ ფაბრიკა–ქარხნებისა
და სატრანსპორტო მაგისტრალებიდან მოშორებით, სუფთა ჯაერზე, „მწვანე ზონაში“.
           უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მდინარეებისა და ღია წყალსატევების
ორგანული (ყოფითი ჩამდინარე წყლები,  ფერმების ნარჩენები,  ნავთობპროდუქტები
და მისთ.)  და სამრეწველო ქიმიური ნარჩენებით დაბინძურება.  ამიტომ უნდა
მოვერიდოთ – განსაკუთრებით ქალაქების ფარგლებში და მათ სიახლოვეს –
მდინარეებსა და სხვა წყალსატევებში ბანაობას.  მთელ რიგ მონაკვეთებში ძლიერ
დაბინძურებულია შავი ზღვაც,  ამიტომ ასეთ ადგილებში ბანაობისაგან თავი უნდა
შევიკავოთ.
            შეძლებისდაგვარად არ გამოვიყენოთ დასაბანად,  ჭურჭლის სარეცხად და
მითუმეტეს სასმელად წყლის ნაკადები თუ ნაკადულები,  რომლებიც მიწის
ზედაპირზე ღიად მიედინება.  ამ მიზნებისათვის მეტად გამოსადეგია მიწიდან
გამომავალი წყაროები,  რადგან მიწის ქვეშ მოძრაობისას წყალი ნაწილობრივ
ბუნებრივად იფილტრება.  ნებისმიერ შემთხვევაში,  სასმელად და საკვების
მოსამზადებლად გამოყენებული წყლის წინასწარ ადუღებით თავს დავიზღვევთ
ინფექციებისაგან.65
              ცივ სასმელ წყალთან ერთად,  საყოფაცხოვრებო მიზნებისათვიას
გოგირდწყალბადიანი თერმული წყლების სასმელად გამოყენება არ შეიძლება, ხოლო
ასეთი წყლებით საკვები პროდუქტებისა თუ ჭურჭლის რეცხვა    მიზანშეწონილი არ
არის.
          ბაზრებში უნდა მოვითხოვოთ საკვები პროდუქტის ვარგისიანობის
დამადასტურებელი სერთიფიკატი. უკანასკნელ ხანს საქართველოში სხვადასხვა
ქვეყანაში წარმოებული მრავალი ახალი პროდუქტი გამოჩნდა.  მათი უმრავლესობა
ეკოლოგიურად სუფთა არ არის.  უნდა მოვერიდოთ საეჭვო წარმომავლობის
პროდუქტების მოხმარებას,  ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ ის
პროდუქტები,  რომლებზეც მითითებული არ არის მათი შენახვის ვადა და
მწარმოებლის მისამართი;
          უმჯობესია ბავშვების საკვებად ახალი, ნატურალური პროდუქტი გამოვიყენოთ.
ნუ გამოვიყენებთ საკვებში ისეთ ველურ მცენარეებს, რომელთა თვისებების შესახებ
საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია. არ უნდა შევაგროვოთ მცენარეები, თუ მათი ნაყოფი
ავტომაგისტრალების მიმდებარე მონაკვეთებში (მათგან 50  მ –ზე ახლოს),  რადგან
სწორედ აქ, ნიადაგში გროვდება ავტომანქანების მიერ გამომუშავებული მომწამლავი
ნივთიერებების უდიდესი ნაწილი, რომლებსაც მცენარეები ითვისებენ.
         ადამიანმა ქუდის გარეშე დიდხანს არ უნდა დაჰყოს მზეზე,  რადგან ამან
შეიძლება მზის დაკვრა გამოიწვიოს; ამასთან ,  უნდა გვახსოვდეს,  რომ მზე უფრო
მეტად მწველია მთაში და ზღვის სანაპიროზე.
        იმ ოთახებში,  სადაც ბავშვებს უმეტესი დროის გატარება უხდებათ,  ჰაერის
ზომიერი ტემპერატურა და სინოტივე უნდა იყოს დაცული.  ოთახის მაღალი
ტემპერატურა შედარებით დაბალ ტენიანობასთან შეხამებით იწვევს ცხვირის
ლორწოვანი გარსის გამოშრობას,  რითაც მისი მიკრობებისაგან დაცვის უნარი
ქვეითდება.  გარდა ამისა,  ასეთი მიკროკლიმატი თავის ტკივილების,  დაღლილობის
შეგრძნების, გაღიზიანებადობის,  ასთმის და სხვ.  წარმოშობას უწყობს ხელს.  ოთახში
არ შეიძლება იყოს არც დაბალი ტემპერატურა,  რომელიც ბავშვის ხშირ გაციება –
ხველებას იწვევს.
         ნახშირის ან შეშის წვისას ბევრი მავნე ნივთიერება გამოიყოფა,  ამიტომ თუკი
ოთახების გასათბობად ასეთი საშუალებები გამოიყენება,  მაქსიმალურად უნდა66
შევაცადოთ,  რომ კვამლი საცხოვრებელ ოთახებში არ დაგროვდეს,  არ არის
მიზანშეწონილი ოთახების გათბობა ღია ტიპის გაზქურებით ან ნავთქურებით.  წყარო

No comments:

Post a Comment