თბილისის ეკოლოგიური პრობლემები



მანქანების საწვავის გამონაბოლქვი, ნიავის დაბერვისას წარმოქმნილი მტვრის კორიანტელი, ფერადი “პარკებით” “მორთული” ხეები, მოუწესრიგებელი სადარბაზოების ბუნკერებკი და ა.შ. – ყველაფერი ეს ჩვენი დედაქალაქის პრობლემაა. საკმარისია დედაქალაქს მაღლობიდან გადმოხედო, რომ ნისლად ქცეული მტვერი და კვამლი უმალ თვალში მოგხვდება.
“მწვანეთა პარტიის” ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, “თბილისში გარემოს ყველაზე მეტად საწვავის გამონაბოლქვი აბინძურებს. უკანონო მშენებლობების შედეგად გაჩეხილი ტყეები ჩვენს მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას ურთულებს. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პარლამენტში ყველა ის კანონი იქნა დამახინჯებული, რომელიც ჩვენს მიერ შევარდნაძის პერიოდში იყო მიღებული და გარემოს დაცვას ითვალისწინებდა. ასევე გაუქმდა კანონი, რომელიც მდინარე მტკვარში დაბინძურებული ნახმარი წყლების გაუფილტრავად ჩაშვებას კრძალავდა. მაშინ როცა ბენდუქიძემ საქართველოს ტყეების გასხვისება დაიწყო, ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და მეტნაკლებად შევაჩერეთ, მაგრამ ამ დროს თბილისის ტყეების გაყიდვის შესახებ კანონი გააპარეს პარლამენტში. დღეს თბილისში უამრავი უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს მწვანე ზოლზე, სადაც კანონით არ შეიძლება მშენებლობები. საწვავი, რომელიც ტყვიას შეიცავს, უნდა იკრძალებოდეს, მაგრამ ამ სფეროში კორუფცია ისევ არსებობს და ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო არ ზრუნავს. ჩვენ შექმნილი გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი”, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ყველა დარღვევებს იურიდიულად განიხილავს. ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი და მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ გვიკავშირდება. მერიაში გარემოს დაცვის სამსახური შევარდნაძის შემდეგ გაუქმდა. დღეს კი მერია ისევ ქმნის ამ სამსახურს, რადგან თბილისის მერის არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა სააკაშვილმა, ახლა ყველაფერს აკეთებენ.
დედაქალაქის მწვანე ზოლში ბევრი მშენებლობაა დაგეგმილი. კატეგორიულად ვითხოვ საკრებულოში შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც შევლენ ჩვენი სპეციალისტებიც, რომლებიც შეადარებენ დღევანდელ არსებულ რეალურ მდგომარეობას და იმ აკრძალულ ზონებს, სადაც ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს. ასეთი სახის დარღევები უკვე დაფიქსირებულია წყნეთის გზაზე და ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციის თანახმად, 6500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მშენებლობის უფლება გაცემულია ვინმე თამარ ტიფანზე”.
მწვანეთა პარტია განაგრძობს მუშაობას აღნიშნულ დარღვევებზე. როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ მსგავსი უსამართლობა აღიკვეთოს.
დღეს თბილისი მთლიანად საწვავის გამონაბოლქვის და მტვრის კორიანტელშია გახვეული, სახელმწიფო კი იმ ტყეებს ყიდის, რომელიც დედაქალაქის ფილტვებია.
დედაქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებზე “გაერთიანებული პროფკავშირების” თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც საუბრობს: “ჩემთვის ცნობილია ის სტანდარტები, თუ როგორი უნდა იყოს საწვავი, რომელიც ჩვენს ავტომობილებში ისხმება და რა სტანდარტებზეა ევროპული ქვეყნები ჩვენგან განსხვავებით. ევროპულ ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, აგერ უკვე რუსეთში ევრო სამიდან ევრო ოთხზე გადავიდნენ. უკვე ევრო ერთი, ორი, სამი და ა.შ. არსებობს. ევრო ერთის საწვავი ყველაზე დაბალი კლასიფიკაციის საწვავია, რომელიც მეტანებით გაჯერებულია და ეს მეტანები ჰაერში ვრცელდება. ამის შედეგი კი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში სიმსივნური დაავადებები მომრავლდა და მისი ზღვარი საკმაოდ გაახალგაზრდავებულია. როდესაც რუსეთი კრძალავს ევრო ერთს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად აქცევს ყურადღებას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობას, გასაგებია, თუ რამხელა პრობლემაა მისი მოხმარება და ეს ქვეყანა ევრო ოთხზე რატომ გადავიდა. ჩვენ კი ჯერ ისევ ევრო ერთის მომხმარებლები ვართ. თუ რა დიდი განსხვავებაა ევრო ერთსა და ევრო ხუთს შორის, ამას ამ სფეროს სპეციალისტებიც რომ არ ვიყოთ, ისედაც ნათელია. დიდი განსხვავება ფასში მაინცდამაინც არა არის. საწვავის ფასი საქართველოში ძვირია. ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდე და არ უნდა ქმნიდე ხელოვნურად ამ პრობლემას. ქუჩებში შექმნილი საცობის შედეგად ევრო ერთის გამონაბოლქვი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ონკოლოგია სახელმწიფოს მხრიდან არ არის დაფინანსებული. ვის აქვს საშუალება, რომ მიმართოს ექიმს ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ეს უკვე ნათელია. სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობა კიდევ უფრო აორმაგებს ამ დანაშაულებრივ ქმედებას ჩვენი ხელისუფლებისა. სულ რაღაც 20 თეთრია სხვაობა ევრო ერთსა და ევრო სამს შორის. ვისაც საშუალება აქვს, ის იყიდის, სამაგიეროდ, არ დაზარალდება მოქალაქეების ჯანმრთელობა. ეს სფერო და ეს ბიზნესი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელშია მონოპოლიზებული. ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდ პრობლემას იგივე გენმოდიფიცირებული პროდუქციაც წარმოადგენს”.
თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ქალაქი რომაა, ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ გუშინ ეკოლოგიისა და გამწვანების ახალი საქალაქო სამსახურის 
წყარო

1 comment:

  1. პარკებით მორთული ხეები

    ReplyDelete