"სიკეთე არის ის, რაც არ ეწინააღმდეგება ბუნება"
ძველბერძნული გამოთქმა
დედამიწა ჩვენი სახლია |
"ბუნება მბრძანებელია,იგივ მონაა თავისა"
ვაჟა ფშაველა
თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი საფრთხის ქვეშ აყენებს ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად ადამიანთა ცივილიზაციის მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს. ბუნებრივი სისტემების შემდგომ დეგრადაციას მივყავართ ბიოსფერის დესტაბილიზაციისაგან, მისი ერთიანობის რღვევისაგან და სიცოცხლისათვის აუცილებელი გარემოს ხარისხის შენარჩუნების უნარის დაქვეითებისაგან. მსოფლიო საზოგადოება და სახელმწიფოთა მთავრობები ჯერ-ჯერობით ვერ უმკვლავდებიან იმ ამოცანების გადაჭრას, რომლებიც წამოაყენა გარემოსა და განვითარების შესახებ რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციამ 1992 წელს. კრიზისის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ახალი ტიპის ჩამოყალიბების საფუძველზე ბუნებრივი სისტემების ადაპტაციური შესაძლებლობების შესაბამისად, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გარემოს რღვევას და დეგრადაციას.
ამ ამოცანების გადაჭრა შეუძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო დონის ძალისხმევით, როგორი ავტორიტეტული ორგანიზაციებიც არ უნდა ჩაუდგენ მათ სათავეში. აუცილებელია ცალკეული სახელმწიფოთა მთავრობებისა და პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვანი გააქტიურება ადგილობრივ საზოგადოებებთან და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, თითოეული ადამიანის ჩართვა ამ პროცესში.
მსოფლიოს ბევრი ქვეყნის, ცალკეული ქალაქების და სოფლების, ტრანსნაციონალური მეგა კომპანიების, დიდი, საშუალო და მცირე ბიზნეს ერთეულების ბოლო წლების პრაქტიკა ადასტურებს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს სავსებით რეალური შესაძლებლობები განახორციელოს ეფექტური აქტივობები გარემოს დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველისყოფად, ადამიანთა ეკოლოგიური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და ამით შეიტანოს თავისი წვლილი ქვეყნისა და მთლიანად კაცობრიობის წინაშე არსებული ყველაზე საშიში, პროგრესირებადი გამოწვევების გასამკლავებლად, რათა არ იქნას დაშვებული მათი გადასვლა შეუქცევად, ზვავისებურ პროცესებში.

საქართველოს დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა.
საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა მიმდინარე ეტაპზე შეიძლება განვიხილოთ როგორც მძიმე და ნეგატიური ტენდენციების მქონე, რაც თანდათან იღებს სერიოზული საფრთხეების შემცველ ხასიათს. საზოგადოება ვერ იღებს ობიექტურ ინფორმაციას გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყოველწლიური ეროვნული მოხსენება საქართველოს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ 2006 წლის შემდეგ არ გაკეთებულა.
ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რიგი ისეთი შესწორებები კანონმდებლობაში, რითაც შეასუსტა სახელმწიფოს როლი გარემოდაცვით რეგულირებაში. ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონებზე უკიდურესად შეკვეცილია რესურსებით მოსარგებელთა ეკოლოგიური ვალდებულებები და პრეტენდენტთა შედარება ხდება მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსური დაინტერესების შესაბამისად.
მნიშვნელოვნად შესუსტდა შენარჩუნებელი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესრულების კონტროლი, მინიმუმდეა დაყვანილი ახალი სამრეწველო პროექტების განხილვისას ეკოლოგიური ექსპერტიზის როლი, შეიზღუდა გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები და გავლენა პროცესებზე.
არასისტემური და არასაკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული გარემოს დაცვითი ღონისძიებები და ისინი ძირითადად პიარის ხასიათს ატარებს.
საზოგადოების გააქტიურობის მაჩვენებელია სხვადასხვა მიმართულების გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა, რომლებიც ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებენ.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა არ არის სისტემური, მიზნობრივი, კოორდინირებული, ატარებს ფრაგმენტულ ხასიათს და ძალზე დაბალი ეფექტურობით ხასიათდება.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, საქართველოში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემები ძირითადად ჯერ კიდევ არ არის იმდენად დეგრადირებული ან დარღვეული, რომ ისინი შეუქცევადად ჩაითვალოს.
ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა რა ბუნებრივ–კლიმატური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრით, ტყის საფარის ფართო გავრცელებით, მსხვილი ინდუსტრიული წარმოებისთვის საჭირო მინერალური ნედლეულის სიმწირით და ამასთან მცირე საბადოების სახეობრივი მრავალფეროვნები, ჩვენი ვალია ამასთან ერთად, რომ მაქსიმალური მომჭირნეობით გამოვიყენოთ ისინი დღევანდელი საჭიროებისათვის, უნდა შევინარჩუნოთ ისინი მომავალი თაობებისათვის.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ თუ ჩავთვლით ეკოლოგიურ პრობლემების ერთობლიობას 100%–ად მათი 40-50% მოდის ადგილობრივ არამეურნეობრივობაზე, უპასუხისმგებლობაზე, ხშირ შემთხვევაში ადამიანების და მთლიანად საზოგადოების გაუცნობიერებულობაზე, რომელთა აღმოფხვრა მთლიანად დამოკიდებული იქნება თვით სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებაზე და დაკავშირებული არ იქნება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან.
რაც შეეხება გლობალური კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს, მათი დაძლევა მოხერხდება მხოლოდ მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, რაშიც საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეკოლოგიური განვითარების ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებად გამოცხადებით, ამ პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელებით და შესაბამისი საერთაშორისო აქტიურობით. გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა ადამიანთა შეგნების ამაღლება, რათა არ დააბინძურონ გარემო სხვადასხვა სახის ნაგავით, რომელსაც ბუნება დიდი ხნის მანძილზე ვერ ამუშავებს.

დაბინძურებული გარემო |
წყარო
და როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს გაანალიზოს რა პრობლემის წინაშე დგას?
ReplyDelete